"ბარსელონადან" "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნებულმა ილქაი გიუნდოგანმა, კლუბის ოფიციალურ ვებსაიტთან მის დაბრუნებასა და კლუბში მის როლზე ისაუბრა.
"დარწმუნებული ვარ, გვარდიოლა თვლის, რომ ამ სეზონში კლუბისთვის სარგებლის მოტანა და დახმარება შემიძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ დამიმატებდა."
"რა საკვირველია, მე ბევრი რამის დამტკიცება მომიწევს. უკან იმიტომ არ დავბრუნებულვარ, რომ სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე, მე დავბრუნდი იმისთვის, რათა ვითამაშო. მსურს, რომ ამ სეზონში კლუბს ყველანაირი წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
შეგახსენებთ, რომ ილქაიმ "მანჩესტერ სიტი" 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "ბარსელონას" შეუერთდა. მას ლა ლიგის კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, არსებული ფინანსური პრობლემების გამო, მას საშუალება მიეცა ინგლისში უფასოდ დაბრუნებულიყო.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ, გერმანელმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ფაზის მეორე ტურის შეხვედრაში, სადაც "მანჩესტერ სიტი" გურამ კაშიას "სლოვანს" დაუპირისპირდა, თავის გამოჩენა გოლით მოახერხა.