ლიგა 1-ის მორიგ ტურში "სენტ-ეტიენმა" "ოსერი" ქართველის ჰეთ-თრიქით 3:1 დაამარცხა.
ზურიკო დავითაშვილმა კარგ თამაშს თავისი სადებიუტო გოლი და შემდეგ ჰეთ-ტრიკი დააყოლა.
ფრანგ ფანებს ქართველი აქამდეც მოსწონდათ, თუმცა დღეს განსაკუთრებულად შეიყვარეს.
"სენტ-ეტიენის" გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ზურიკოს თამაშს საინტერესოდ ეხმაურებიან:
"ახლა ქართულს ვსწავლობ, მსურს, მას პირადად ვუთხრა, რომ გუნდში საუკეთესოა"
"ასე იაფად მესი გვიყიდია, ვფიქრობ, მისი ფასი გახუთმაგდება"
"მთელი სეზონია ვატყობ, რომ საუკეთესოა, დღეს გადუბლა კიდეც"
"ქართველი მესია! ჯერ საგოლე პასი, ახლა დუბლი. ეს ბიჭი ძალიან გამოგვადგება"
"თუ ასე გააგრძელა მისი შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება. ლიგა 1-დან არ უნდა გავვარდეთ"
"დაიმახსოვრეთ მისი სახელი, 2-3 წელში ის ლიგაში საუკეთესო ვინგერი გახდება"
"ყველა თვისება აქვს ფეხბურთის სათამაშოდ, ზურიკო მარგალიტია საქართველოდან"
აქვე შეგახსენებთ, რომ "სენტ-ეტინს" მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი, აქედან 3-ში კი ზურიკოს უშუალო მონაწილეობით.