• 15-07-2023
    გიორგი მამარდაშვილი “ინტერის” მეორე ვარიანტია!
    გიორგი მამარდაშვილი “ინტერის” მეორე ვარიანტია!

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 22 წლის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში საოცრად იასპარეზა.

    ქართველმა გოლკიპერმა არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, FootMercado-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერი” ახალ მეკარეს ეძებს.

    კამერუნელი მეკარე, ანდრე ონანა იტალიურ გუნდს დიდი ალბათობით დაემშვიდობება და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდება.

    “ნერაძური” ონანას შემცვლელად იან ზომერს განიხილავს, მამარდაშვილი კი სათადარიგო ვარიანტია.

    ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში ლა ლიგაში 38-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები