21-10-2024
არდა გიულერის ტრანსფერი "იუვენტუსმა" დაადასტურა - რა მოხდა რეალურად
Author of the article
სულ ცოტა ხნის წინ ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურმა "X"-ის გვერდმა არდა გიულერის იტალიურ კლუბში ტრანსფერი დაადასტურა.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, სინამდვილეში "ბებერი ქალბატონის" ოფიციალურ სოციალურ ქსელზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, რის შემდეგაც მედიაში დეზინფორმაცია გავრცელდა.
ბუნებრივია, გიულერი კვლავ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია და ამ ეტაპზე მას ტურინელებთან არაფერი აკავშირებს.
აქვე გეტყვით, რომ არდას მადრიდელებთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები