17-07-2023
ლოჩოშვილი ადგილზეა! - ქართველი მცველი “კრემონეზესთან” ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება
Author of the article
საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველი, ლუკა ლოჩოშვილი საქმეს დაუბრუნდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიაში გაემგზავრა და “კრემონეზესთან” ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.
მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ლუკა იტალიაში დიდი ხანი არ გაჩერდეს, რადგან სერიოზული შოთავაზება აქვს.
ცნობილი ესპანური წყაროების ცნობით, ლოჩოშვილის შეძენა ლა ლიგის წევრ “რაიო ვალეკანოს” სურს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “კრემონეზე” სერია B-ში დაქვეითდა, რაც ტრანსფერის შანსს კიდევ უფრო ზრდის.
დიდი ალბათობით, ლოჩოშვილი იტალიურ გუნდთან ერთად მზადებას გააგრძელებს და გადაწყვეტილებას მომავალში მიიღებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები