• 17-07-2023
    გადაწყვეტილია! - ონანა “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს
    გადაწყვეტილია! - ონანა “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს

    დიდხნიანი სატრანსფერო საგა დასრულებულია. კამერუნელი მეკარე, ანდრე ონანა “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას დაიცავს.

    “წითელმა ეშმაკებმა” მილანის “ინტერს” 27 წლის მეკარეში 50 მილიონი ევრო (+5 ბონუსები) გადაუხადეს.

    “მანჩესტერ იუნაიტედი” ონანას ამჟამად ვიზის პრობლემას უგვარებს, რადგან კამერუნელმა მეკარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ წინასასეზონო შეკრებაზე მისვლა მოახერხოს.

    ცნობისთვის, ანდრე ონანამ “ინტერის” მაისურით 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები