08-06-2023
"რეალში" ანჩელოტის დაპირდნენ, რომ კეინის შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ
Author of the article
ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი მადრიდის "რეალის" ნომერ პირველი სამიზნეა.
კარიმ ბენზემას წასვლის შემდეგ ეს მოცემულობა კიდევ უფრო გამყარდა.
ამას ემატება ისიც, რომ კარლო ანჩელოტის ინგლისელი თავდამსხმელი ძალიან მოსწონს და მისი გუნდში ხილვა სურს.
Athletic-ის ინფორმაციით, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა კარლოს დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ჰარი კეინის მოსაყვანად.
ტეგები:
Facebook კომენტარები