17-07-2023
5 მატჩი და 5 გოლი - ვაკო ყაზაიშვილს ბრწყინვალე თამაში დაუფასდა
Author of the article
საქართველოს ნაკრებისა და “ულსან ჰიუნდაის” 30 წლის ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გამოცდილმა ფეხბურთელმა თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო საკმაოდ დამსახურებულად მოიპოვა.
ვაკომ ივნისის თვეში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საგულისხმოა, რომ ყაზაიშვილი ივლისშიც განაგრძობს ბრწყინვალე სვლას, მის ანგარიშზე ან თვეში 1 გატანილი გოლია.
ტეგები:
Facebook კომენტარები