ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის კარგი დასაწყისი აქვს.
სერია ა-ს 11 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასი კარგი შედეგია, თუმცა ყველა ამჩნევს, რომ ხვიჩა მოედანზე ისე მსუბუქდა ვეღარ გრძნობს თავს, როგორც პირველ სეზონში.
ეს ყველაფერი კუნთოვანი მასის მომატებისგანაა გამოწვეული, რაც იტალიაში ჩასვლამ საგრძნობლად გაზარდა.
ნეაპოლელი ქომაგები სოციალურ მედიაში სწორედ ამაზე ამახვილებენ ყურადღებას:
"კვარა გოლებსაც იტანს და საგოლე პასებსაც აკებს, მაგრამ სისწრაფეში თამაში უჭირს"
"მეორე სეზონიდან მოყოლებული ხვიჩა დამძიმებულია და დრიბლინგს სისწრაფეზე პრაქტიკულად ვეღარ ახორციელებს"
"კვარა ჩვენი ლიდერია, ეს კარგად ჩანს, მაგრამ ყველაზე მოგვენტრა ის პირველი სეზონის ხვიჩა, ახლად ჩამოსული ბიჭი, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს ატყუებდა, ახლა, სამწუხაროდ, ასე აღარაა"
"სამწვრთნელო შტაბის წევრებმა რაიმე უნდა მოიმოქმედონ და ხვიჩას ის სიმსუბუქე დაუბრუნონ, რომელიც პირველ წელს ჰქონდა".