• 08-06-2023
    მარკო ტარდელი: "მართალი ვიყავი, როცა ხვიჩა ჯორჯ ბესტს შევადარე"
    მარკო ტარდელი: "მართალი ვიყავი, როცა ხვიჩა ჯორჯ ბესტს შევადარე"
    Author of the article
    Aa

    ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, მარკო ტარდელიმ გამოცემა "RAI"-სთან "ნაპოლის" არაჩვეულებრივ სეზონზე ისაუბრა.

    რა თქმა უნდა, მარკომ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

    "მართალი ვიყავი, როცა ხვიჩა ჯორჯ ბესტს შევადარე, თუმცა ხალხის გარკვეულ ნაწილს ეს არ მოეწონა. ოსიმენის გარდა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ ქართველმა მოახდინა.

    "სპალეტიმ არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია. მოთამაშეები მზად იყვნენ მისთვის ყველაფერი გაეღოთ. ანგისას შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა და ლობოტკას ძალიან კარგად შეუწყვილდა.

    "ვფიქრობ, ელმასი არის ფეხბურთელი, რომელიც სწორ დროს, სწორ გადაწყვეტილებას იღებს. გაეტანომ კარგად ითამაშა და მივიჩნევ, რომ უკეთესად თამაშის შესაძლებლობაც გააჩნია. 

    "ასევე ვულოცავ ჯოვანი სიმეონეს, რომელიც "ნაპოლის" მართლაც არაჩველებრივად მოერგო. ირვინ ლოსანოსგან კი ცოტა მეტს ველოდი.

    "რაც შეეხება ოსიმენს, მან ყველაფერი გააკეთა. წარსულში ვიქტორი ისე ვერ თამაშობდა, როგორც ეს მან კვარაცხელიასთან ერთად შეძლო", - თქვა იტალილემა.

    Facebook კომენტარები