• 18-07-2023
    ელხან ასტანოვი: “დინამო” შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს”
    ელხან ასტანოვი: “დინამო” შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს”

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში 19 ივლისს “ასტანას” დაუპირისპირდება.

    შეხვედრის წინ ყაზახური გუნდის ფეხბურთელმა, ელხან ასტანოვმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “ვინ რამდენ ხანს ითამაშებს, მწვრთნელის გადასაწყვეტია. ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში უფრო მეტი სათამაშო დრო მექნება. ყველაფერი თამაშის დღეს გადაწყდება.

    ჩემთვის მარცხენა ფრთაზე თამაში კომფორტული და მისაღებია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

    დინამო კარგად გამოიყურება, კარგად შეკრულია და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, გამოვარჩევდი კამარას. ჩვენთვის სტუმრად თამაში რთული იქნება.

    ისევე როგორც დინამო მოერგო ჩვენ მოედანს, ჩვენც მალევე გავივლით ადაპტაციას და კარგ თამაშს ვაჩვენებთ”. - განაცხადა ანსტანოვმა.

    Facebook კომენტარები