• 18-07-2023
    ორიოლ რომეუს 4 ძლიერი მხარე
    ორიოლ რომეუს 4 ძლიერი მხარე
    Author of the article
    Aa

    ფაბრიციო რომანომ და ჟერარ რომერომ უკვე დაადასტურეს, რომ "ბარსელონამ" ორიოლ რომეუ გაიფორმა.

    სანამ კლუბების ოფიციალურ განცხადებებს ველოდებით, Tribuna.com-მა ამოარჩია ესპანელი ნახევარმცველის 4 ძლიერი მხარე, რომლებსაც Whoscored-ის მონაცემებიდან ვასკვნით:

    საჰაერო ორთაბრძოლები

    ხაზებს შორის გაკეთებული გადაცემები

    ბურთის ჩაჭრა

    კონცენტრაცია

    Whoscored-ი დასძენს, რომ 31 წლის შუახაზელს რაიმე განსაკუთრებული სისუსტე არ მოეპოვება.

    სხვათა შორის, იმ 209 ფეხბურთელს შორის, რომლებმაც ლა ლიგის გასულ სეზონში სულ მცირე 20-ჯერ სცადეს დრიბლინგის გაკეთება, წარმატებულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რომეუს ჰქონდა - 95.2%.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება.

    Facebook კომენტარები