• 08-06-2023
    კვარა სეზონის საუკეთესო გუნდში ამ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა - Whoscored
    კვარა სეზონის საუკეთესო გუნდში ამ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა - Whoscored

    დიდებული სადებიუტო სეზონის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ არაერთი ტიტული მიიღო. ამ სიას კიდევ ერთი შეემატა.   

    გავლენიანმა გამოცემა "Whoscored"-მა სეზონის ბოლოს ტრადიციულად ევროპის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა, სადაც ქართველი შემტევი მოხვდა.   

    "მისმა წარმოუდეგნელმა სეზონმა ის მადრიდის "რეალში" გადასვლის ზღვარზე დააყენა. "ნაპოლის" შემტევმა ტოპ ლიგაში სადებიუტო სეზონი შთამბეჭდავად ჩაატარა. მან ჩვენს სიაში 7.43 ქულა დააგროვა. ის ლუჩანო სპალეტის გუნდში სერია ა-ს ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე გამორჩეული იყო", - განაცხადა "Whoscored"-ის წარმომადგენელმა 

    ქართველ სუპერვარსკვლავთან ერთად სიაში ეს ფეხბურთელები მოხვდნენ:   

    მეკარე: ლედესმა (7.03);   

    მცველები: ტრიპიე (7.71), პავარი (7.17), ჟიროტო (7.09), გერერო (7.27);   

    ნახევარ მცველები: მესი (8.28), ბელინგემი (7.58), დე ბრუინი (7.58);   

    შემტევები: საკა (7.40), მბაპე (7.80), კვარა (7.43).

    Facebook კომენტარები