• 19-07-2023
    "სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის "ნაპოლის" ვუგულშემატკივრებ" - კიმი "პარტენოპეის" გამოემშვიდობა
    "სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის "ნაპოლის" ვუგულშემატკივრებ" - კიმი "პარტენოპეის" გამოემშვიდობა

    როგორც მოგეხსენებათ, კიმ მინ-ჯეს მიუნხენის "ბაიერნში" ტრასნფერი ოფიციალურად დადასტურდა.

    ტრანსფერის შემდეგ, სამხრეთ კორეელი მცველი "ნაპოლის" გამოემშვიდობა.

    "გამარჯობა, მე კიმ მინ-ჯე ვარ. ამ შეტყობინებას "პარტენოპეის" ყველა იმ გულშემატკივარს ვუგზავნი, რომელმაც სიყვარული და მხარდაჭერა მაჩვენა. 

    "თქვენი წყალობით, სკუდეტოს მოგება მარადონას და 33 წლის შემდეგ, შესაძლებელი გახდა.

    "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ვნებიან კლუბს "ნაპოლის", მისტერ სპალეტის და უპირველეს ყოვლისა გულშემატკივრებს! 

    "სადაც არ უნდა ვიყო და სადაც არ უნდა წავიდე "ნაპოლის" ყოველთვის გავიხსენებ და ვუგულშემატკივრებ. მადლობა", - წერს კიმი.

    Facebook კომენტარები