• 19-07-2023
    ცნობილია! - რომელ გუნდს შეხვდება თბილისის “დინამო” კონფერენს ლიგაზე
    ცნობილია! - რომელ გუნდს შეხვდება თბილისის “დინამო” კონფერენს ლიგაზე

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისის “დინამო” “ასტანასთან” მარცხის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

    თბილისური გუნდი კონფერენს ლიგაზე გადაერთვება, სადაც მისი მეტოქე უკვე ცნობილია.

    დინამო კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მალტის “ჰამრუნს” დაუპირისპირდება.

    ცნობისთვის, კონფერენს ლიგაზე ხვალ 3 ქართული გუნდი, ბათუმის “დინამო”, გორის “დილა” და ქუთაისის “ტორპედო” იასპარეზებენ.

    Facebook კომენტარები