• 19-07-2023
    "სტადიონზე ხალხის მისვლას რომ მათხოვრობთ, სანახაობა უნდა იყოს...." - ქართველი გულშემატკივრების გამოხმაურება
    "სტადიონზე ხალხის მისვლას რომ მათხოვრობთ, სანახაობა უნდა იყოს...." - ქართველი გულშემატკივრების გამოხმაურება

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა.

    ქართველი გულშემატკივრები ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდის “ასტანასთან” გამოვარდნას ეხმაურებიან:

    “სამწუხაროდ სხვა მოლოდინი არც მქონდა.

    მგონი დროა განვაახლოთ დისკუსია მოედნებზე მრავალწლიანი კულტურების გაშენების თაობაზე.

    სადღა წინ,მეტი სადღა წინ მიდიხართ? სულ სიბნელეში როგორ უნდა გვამყოფოთ ეს გულშემატკივრები! მერამდენედ უნდა შეგვაყაროთ თვალებში ნაცარი!

    სინდისიც კარგი საქონელია. სტადიონზე ხალხის მისვლას რომ მათხოვრობთ, სანახაობა უნდა იყოს.

    შეიძლებოდა გასვლა, ლორიას არ ეკადრება მეორე გოლი. თუმცა რა აზრი აქვს მაინც გაგვიტანდნენ..

    მარტო კამარა თამაშს ვერ მოიგებს. 

    ყველამ ვნახეთ რა დონის ლეგიონერები ყავს ასტანას. ჩვენთან კი რა ხდება მარუშიჩი დააბრუნეს უზბეკეთის ლიგიდან დაწუნებული. ბურთის უკან ჩამოტანას როდის უნდა შევეშვათ ეს კიდევ ცალკე თემაა”. - წერენ გულშემატკივრები.

    Facebook კომენტარები