• 19-07-2023
    გიორგი ჭიაბრიშვილი: “მეტოქემ კონცენტრაციის ნაკლებობა არ გვაპატია”
    გიორგი ჭიაბრიშვილი: “მეტოქემ კონცენტრაციის ნაკლებობა არ გვაპატია”

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში “ასტანას” წინააღმდეგ გამოვარდა.

    შეხვედრის შემდეგ თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა მედიის წარმომადგებლებთან ისაუბრა:

    2 თანაბარი გუნდი შეხვდა ერთმანეთს. ასეთ ტურნირში ძალიან დიდ როლს თამაშობს ის 1 წუთი, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ. ამას გამოცდილება სჭირდება, გამოცდილებას კი ვერ მიიღებ თუ ასეთ ტურნირზე ხშირად არ თამაშობ. ახალგაზრდული გუნდი ვართ და მოწინააღმდეგემ კონცენტრაციის ნაკლებობა არ გვაპატია. 

    მარუშიჩი იმიტომ მოვიყვანეთ, რომ ტიპური 9 ნომერი გვჭირდებოდა. ბევრი რაღაც დაგვაკლდა, მათ შორის ფეხბურთელებიც. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ კონცენტრაციის ნაკლებობის და პატარ-პატარა შეცდომების გამო წავაგეთ. 1 წელია ამ გუნდში ვარ, ბევრი რაღაც შევძელით და ბევრი ვერ შევძელით.
    ფსიქოლოგია და მენტალიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ფეხბურთელი მაღალ დონეზე არ თამაშობს, ფსიქოლოგია მარტო მწვრთნელების შეძახილით არ მოდის. გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გვაქვს. შეგვიძლია ხელიდან გავუშვათ, ის რაც უკვე მოპოვებული გვაქვს. ეს არ არის ახალი არც ჩემს გუნდში და არც ქართულ ფეხბურთში. ფსიქოლოგიურად ვიმუშავებ იმაზე, რომ მომდევნო თამაშს კარგ განწყობაზე შეხვდნენ”. - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

    Facebook კომენტარები