“აზერბაიჯანში ყოფნის დროს ეს გადაწყვეტილება მივიღე” - გიორგი მიქაუტაძე “აზერბაიჯანში ყოფნის დროს ეს გადაწყვეტილება მივიღე” - გიორგი მიქაუტაძე » Footballnews “აზერბაიჯანში ყოფნის დროს ეს გადაწყვეტილება მივიღე” - გიორგი მიქაუტაძე
  • 29-11-2024
    “აზერბაიჯანში ყოფნის დროს ეს გადაწყვეტილება მივიღე” - გიორგი მიქაუტაძე
    “აზერბაიჯანში ყოფნის დროს ეს გადაწყვეტილება მივიღე” - გიორგი მიქაუტაძე

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი მოქაიტაძემ “ყარაბაღს” დუბლი შეუსრულა.

    მატჩის შემდეგ გიორგიმ მედიასთან ისაუბრა:

    “პირველი ტაიმი ჩვენთვის რთული გამოდგა, მეორე ტაიმში კი მწვრთნელმა გეგმა შეცვალა და შედეგიც დავინახეთ. ასე უფრო მეტი გოლის გატანა შევძელით.

    ბაქოში სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით და მიზანს მივაღწიეთ. ჩვენთვის პრიორიტეტული არა ბევრი გოლის გატანა, არამედ გამარჯვების მოპოვება გახლდათ და ეს შევძელით.

    "ყარაბაღი" ბრწყინვალედ გუნდია, მათ გოლის გატანის უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩვენთვის კარგია, რომ მათ მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს. "ყარაბაღის" თამაშის სტილი ძალიან მომეწონა.

    აქ ყოფნის დროს ბაქოს დათვალიერებაც შევძელით, ბაქო ძალიან მომეწონა, აზერბაიჯანის დედაქალაქი ძალიან ლამაზია და მის სანახავად აუცილებლად დავბრუნდები”. - განაცხადა მიქაუტაძემ.

    Facebook კომენტარები