“ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო სოსამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
“ქომაგებს არ მოეწონათ კვარას საქციელი? მე არ ვიცი ერთი ფეხბურთელიც, რომელიც მოედანს გახარებული ტოვებს… ამ მსჯელობას საფუძველშივე დავასრულებ: თუკი ის მოედნიდან გახარებული გავა, ანუ მისთვის სულერთია ყველაფერი. როდესაც რომელიმე ფეხბურთელს აკრიტიკებენ, ვინტერესდები მისი ასაკით და ვფიქრობ: “მე რას ვაკეთებდი 23 წლის ასაკში? ჭკუა შესაძლოა ახლაც არ მაქვს…
რატომ ვითხოვთ ბიჭისგან, რომელიც სახლიდან შორს ცხოვრობს, დამალოს თავისი ხასიათი და გუნება? რა მნიშვნელობა აქვს, როგორ დატოვებს მოედანზე! მთავარია, ნაპოლისთვის ყველაფერი გაუღოს. მოდით, საკუთარ თავს ვკითხოთ, როგორები ვიყავით მის ასაკში და ნუ დაგვავიწყდება, რომ ის თავისი ოჯახისგან მოშორებით, კონკრეტულ ქალაქში ცხოვრობს. საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: “მე რას ვაკეთებდი მის ასაკში”. - განაცხადა სოსამ.