• 22-07-2023
    ნოა ოკაფორი "მილანში" გადავიდა
    ნოა ოკაფორი "მილანში" გადავიდა

    ახალგაზრდა შვეიცარიელი ფეხბურთელი, ნოა ოკაფორი კარიერას “მილანში” გააგრძელებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხად, 23 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    “მილანმა” “ზალსბურგს” ოკაფორში 13 მილიონი ევრო გადაუხადა.

    ცნობისთვის, ოკაფორმა გასულ სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები