• 22-07-2023
    ოფიციალურად: პიერ-ემერიკ ობამეიანგი “მარსელის” ფეხბურთელია
    ოფიციალურად: პიერ-ემერიკ ობამეიანგი “მარსელის” ფეხბურთელია

    34 წლის გაბონელი თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას “მარსელში” გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ობამეიანგმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2026 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    პიერ-ემერიკი ბოლოს ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავდა.

    ცნობისთვის, გაბონელი ფეხბურთელი გასულ სეზონში ლონდონურ გუნდის მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.


    Facebook კომენტარები