• 22-07-2023
    "პსჟ"-მ მბაპე განაცხადს მიღმა დატოვა - ფრანგი პარიზელთა რიგებში აღარ ითამაშებს?!
    "პსჟ"-მ მბაპე განაცხადს მიღმა დატოვა - ფრანგი პარიზელთა რიგებში აღარ ითამაშებს?!

    უკვე არაერთმა წყარომ დაადასტურა, რომ კილიან მბაპე "პარი სენ-ჟერმენმა" ამხანაგური მატჩებისთვის განაცხადს მიღმა დატოვა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი პარიზელთა რიგებში მანამდე არ ითამაშებს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

    კილიანი ან გამოაცხადებს, რომ კონტრაქტს ახანგრძლივებს, ან გაიყიდება.

    ფაბრიციო რომანოს ბოლო ინფორმაციის თანახმად, პარიზელებმა მბაპე ტრანსფერზე უკვე დააყენეს და ის გუნდის დატოვებასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

    Facebook კომენტარები