• 23-07-2023
    არანაირი 200 მილიონი - ცნობილია, რა თანხას ითხოვს "პსჟ" მბაპეს სანაცვლოდ
    არანაირი 200 მილიონი - ცნობილია, რა თანხას ითხოვს "პსჟ" მბაპეს სანაცვლოდ

    კილიან მბაპეს საგას დასასრული არ უჩანს.

    ბოლო ცნობების თანახმად, პარიზელებმა ფრანგი ვარსკვლავის გაყიდვა კატეგორიულად გადაწყვტიეს.

    აღნიშნული ინფორმაცია უკვე არაერთმა სანდო წყარომ დაადასტურა.

    "რეალთან" დაახლოებული ჟურნალისტი მარიო კორტეხანა მიმდინარე მოვლენებზე ახალ საინტერესო ცნობებს ავრცელებს.

    მისი თქმით, "პარი სენ-ჟერმენი" კილიანის სანაცვლოდ 200 მილიონს (როგორც ეს აქამდე იწერებოდა) ან მსგავს ასტრონომიულ თანხას არ მოითხოვს.

    როგორც ცნობილია, პარიზელებს ტრანსფერიდან 100 მილიონზე მეტის მიღება სურთ.

    Facebook კომენტარები