• 08-06-2023
    შოთა არველაძის ახალი გუნდი ცნობილია? ქართველს სერიოზული ვარიანტი აქვს
    შოთა არველაძის ახალი გუნდი ცნობილია? ქართველს სერიოზული ვარიანტი აქვს

    როგორც მოგეხსენებათ, 50 წლის ქართველი სპეიცალისტი, შოთა არველაძე “ჰალ სიტიდან” წამოსვლის შემდეგ უმუშევარი გახლავთ.

    გავლენიანი თურქული გამოცემის, ფანატიკის ცნობით, შოთა არველაძე “კარაგუმრუკის” მთავარი მწვრთნელი გახდება.

    საგულისხმოა, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში “კარაგუმრუკის” ღირსებას საბა ლობჟანიძე იცავდა.

    ზემოხსენებული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძე გახლავთ, რამაც ხელი შეუწყო შოთას კანდიდატურის არჩევა.

    ცნობისთვის, აქამდე “კარაგუმრუკს” ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო წვრთნიდა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ შოთას  “ქაისერი“, „ქასიმფაშა“, “ფახთაქორი” და „ტრაბზონსფორი“ გაუწვრთნია.

    Facebook კომენტარები