24-07-2023
ვილფრედ ზაჰა “გალათასარაიში” ითამაშებს
Author of the article
30 წლის კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელი, ვილფრედ ზაჰა კარიერას სტამბულის “გალათასარაიში” გააგრძელებს.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
გამოცდილი ფეხბურთელი ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელს 2026 წლის ზაფხულამდე მოაწერს.
ცნობისთვის, ზაჰამ გასულ სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები