• 01-06-2023
    გალტიემ დაადასტურა - მესი "პსჟ-დან" მიდის
    გალტიემ დაადასტურა - მესი "პსჟ-დან" მიდის

    "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ ლიონელ მესი პარიზულ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

    ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი შაბათს, "კლერმონის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში, "პსჟ-ს" მაისურს უკანასკნელად მოირგებს.

    "ყოველთვის მემახსოვრება, რომ მქონდა პრივილეგია, გამეწვრთნა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი.

    შაბათს იგი "პარკ დე პრენსზე" ბოლოჯერ ითამაშებს. იმედი მაქვს, მესი საუკეთესო დახვედრას მიიღებს," - ვკითხულობთ გალტიეს განცხადებაში, რომელიც "პსჟ-ს" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

    შეგახსენებთ, რომ "პსჟ-ში" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა ლიგა ერთის 2, ხოლო საფრანგეთის სუპერთასის - 1 ტიტული მოიგო. პარიზელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 74 ოფიციალურ მატჩში მესიმ თავი 32 გოლითა და 35 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს "ლა პულგა" კარიერას. მას "ბარსელონას", "ინტერ მაიამისა" და საუდის არაბულ კლუბებს უკავშირებენ.

    Facebook კომენტარები