• 09-06-2023
    ჰორიზონტზე "ჩელსი" და "არსენალი" არიან - რა გეგმები აქვთ ბრიტანულ გუნდებს მიქაუტაძესთან დაკავშირებით
    ჰორიზონტზე "ჩელსი" და "არსენალი" არიან - რა გეგმები აქვთ ბრიტანულ გუნდებს მიქაუტაძესთან დაკავშირებით

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ საოცარი სეზონი ჩაატარა.

    La Gazzeta Dello Sport-მა ქართველ ფეხბურთელს საინტერესო სტატია მიუძღვნა:

    “მიქაუტაძეს "ჩელსი" უკვე აკვირდება, გიორგიმ ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია. საფრანგეთში "ჩელსიზე" ბევრს საუბრობენ. მოგეხსენებათ, "არისტოკრატები" ფულის დახარჯვაზე უარს არასდროს ამბობს. მიკელ არტეტას "არსენალიც" საქმეშია. მეორე მხრივ, იტალიაში მის თამაშს "ჯენოა" აქტიურად აკვირდება, "უდინეზე" კი ბეტოს შემცვლელის ძიებაშია. დიდი ხანია, რაც საქართველოს ნაკრები ყურადღების ცენტრში არ ყოფილა, რატომ საუბრობენ დღეს ამდენს მათზე? ადვილი გამოსაცნობია, მიქაუტაძეზე 1 წლით უმცროსმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს გზა გაკაფა, ახლა კი მიქაუტაძეს შეუძლია "ქართველი მარადონას" ალტერ ეგო გახდეს”. - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, გიორგიმ გასულ სეზონში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები