26-07-2023

გაბრიელ სიგუას “ბაზელში” ტრანსფერის დეტალები

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, გაბრიელ სიგუა “ბაზელში” ჩაირიცხა. ინფორმაციას შვეიცარიულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
სიგუამ ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერა.
18 წლის ფეხბურთელი შვეიცარიულ გუნდში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სიგუა თბილისის "დინამოს" აღზრდილი გახლავთ. ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი დედაქალაქურ გუნდში 2022 წელს შედგა.
სიგუამ თბილისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გაბრიელს უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.
ცნობისთვის, "ბაზელი" გასულ სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გავიდა.
ტეგები:
Facebook კომენტარები