• 26-07-2023
    უდიდესი სხვაობა კვარაცხელიასა და ოსიმენის ხელფასებს შორის! - მონტეფუსკო ამით უკმაყოფილოა
    უდიდესი სხვაობა კვარაცხელიასა და ოსიმენის ხელფასებს შორის! - მონტეფუსკო ამით უკმაყოფილოა

    როგორც მოგეხსენებათ, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიასთან და ვიქტორ ოსიმენთან ახალი კონტრაქტების შეთავაზება სურს.

    ნიგერიელი ფეხბურთელის ხელფასი 7 მილიონი გახდება, კვარა კი 2.5 მილიონს მიიღებს.

    ამ თემასთან დაკავშირებით “ნაპოლის” ყოფილმა თავკაცმა, ვინჩენცო მონტეფუსკომ ისაუბრა:

    “არ მესმის, რატომ უნდა გამოიმუშაოს ოსიმენმა 7-8 მილიონი ევრო, კვარაცხელიამ კი მხოლოდ 2.5 მილიონი. არაფერი მაქვს ვიქტორის საწინააღმდეგო, თუმცა ვის შეუძლია ამიხსნას მათ შორის ამხელა სხვაობის მიზეზი?

    ჩემი აზრით, სამარცხვინოა ასეთი ცალსახა განსხვავება. კვარაცხელია მაგარი მოთამაშეა, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში”. - განაცხადა მონტეფუსკომ.

    Facebook კომენტარები