• 02-06-2023
    სპალეტის "ნაპოლიში" კანავაროს ხილვა სურს
    სპალეტის "ნაპოლიში" კანავაროს ხილვა სურს

    როგორც მოგეხსენებათ, ლუჩიანო სპალეტიმ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეაპოლურმა კლუბმა ახალი სპეციალისტი უნდა მოძებნოს.

    II Mattino-ის ინფორმაციით, თავად სპალეტი "პარტენოპეის" ჩაბარებისთვის საუკეთესო ვარიანტად ფაბიო კანავაროს მიიჩნევს.

    "ლუჩიანო სპალეტის არც შეუძლია და არც უნდა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელობისთვის მისთვის სასურველი კანდიდატისკენ გაიშვიროს ხელი, მაგრამ მისი პოზიცია მაინც ვერ დაიმალება.

    ლუჩიანოს თუ ერთი მწვრთნელის არჩევის უფლება მიეცემა, ეს ფაბიო კანავარო იქნება. სერია A-ს ჩემპიონი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ კანავაროს გუნდის განვითარების ძალა შესწევს," - ვკითხულობთ იტალიური გამოცემის სტატიაში.

    შეგახსენებთ, რომ კანავარომ სამწვრთნელო კარიერა აზიაში დაიწყო და იქ რამდენიმე ცნობილ კლუბს უხელმძღვანელა, ბოლოს კი იტალიურ "ბენევენტოს" ედგა სათავეში.

    ფაბიომ "ბენევენტო" 2022 წლის 21 სექტემბერს ჩაიბარა, 2023 წლის 4 თებერვალს კი მას კარისკენ მიუთითეს, რისი მიზეზიც გუნდის წარუმატებელი ასპარეზობა გახლდათ.

    Facebook კომენტარები