• 28-07-2023
    “მანჩესტერ სიტის" მხრიდან ძლიერი ზეწოლა იყო”, -  განცხადება კვარას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
    “მანჩესტერ სიტის" მხრიდან ძლიერი ზეწოლა იყო”, - განცხადება კვარას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლისთან” ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

    ლუკა კერჩიონეს თუ ვენდობით, ხვიჩას მიმართ ინტერესს “მანჩესტერ სიტი” იჩენდა, რის გამოც აურელიო დე ლაურენტისმა კვარასთვის ახალი კონტრაქტის სასწრაფოდ შეთავაზება გადაწყვიტა.

    “ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კვარაცხელიას გამო “სიტის“ მხრიდან ძლიერი ზეწოლა იყო, თუმცა “ნაპოლიმ“ ხვიჩას წყალობითაც, ქალაქელებს წინააღმდეგობა გაუწია. შედეგად, “პარტენოპეიმ“ ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი დიმაროში სასწრაფოდ მოიწვია, რათა კონტრაქტი მალე გაახანგრძლივონ", - განაცხადა კერჩიონემ.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს და მისი ხელფასი 2.5 მილიონი ევრო გახდება.

    Facebook კომენტარები