12-05-2022

კიელინის განცხადება-როდის დატოვებს ჯორჯო "იუვეს"

ავტორი
გუშინ, იტალიის თასის ფინალის დასრულების შემდგომ ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის ბოლო იქნება "იუვეში." იტალიელი მცველი "ბიანკონერის" წევრი 2005 წლიდან გახლდათ.
"გზას ახალგაზრდებს ვუთმობ, მომავალ წელს აქ აღარ ვიქნები. ორშაბათს დავემშვიდობები ჩემს სტადიონს. "ფიორენტინასთან" კი ჩემი ბოლო მატჩი იქნება. სიხარულით ვემშვიდობები "იუვეს." მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქნები. "იუვე" ყოველთვის ჩემთან დარჩება"- განაცხადა 37 წლის მცველმა.
ჯორჯოს ტურინულ ანგარიშზე 383 შეხვედრაა.
ტეგები:
Facebook კომენტარები