• 29-07-2023
    "პსჟ"-მ თანხა გაზარდა - რამდენს ითხოვს კლუბი მბაპეს სანაცვლოდ
    "პსჟ"-მ თანხა გაზარდა - რამდენს ითხოვს კლუბი მბაპეს სანაცვლოდ

    კილიან მბაპეს საგა გრძელდება.

    საქმე ისე მიდის, რომ უახლოეს მომავალში კვლავ არაფერი გაირკვევა და ეს საკითხი ზაფხულის ბოლომდე გაიწელება.

    ამჯერად, ახალ ცნობებს მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" მადრიდის "რეალს" უკვე შეატყობინა თუ რა თანხის მიღება სურთ მბაპეს სანაცვლოდ.

    როგორც ცნობილია, საუბარია 250 მილიონზე, რაც რა თქმა უნდა, რეალობისგან ძალიან შორსაა.

    Facebook კომენტარები