29-07-2023
ბელიგნემმა ირლანდიის მოქალაქეობა გადაწყვიტა - მიზეზი ცნობილია
Author of the article
მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ჯუდ ბელინგემმა გადაწყვიტა, რომ ირლანდიის მოქალაქეობა მიიღოს, ამის მიზეზი ახალ კლუბში მარტივად დარეგისტრირებაა.
როგორც ცნობილია, ჯუდი ირლანდიის საელჩოდან ელოდება პასუხს.
ბელგინგემი, რომელიც ინგლისის ნაკრების წევრია, ლა ლიგაში ლეგიონერად ჩაითვლება, თუ მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა ექნება. მიზეზი ცხადია, ინგლისელები და დიდი ბრიტანეთის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენელი ფეხბურთელები ევროკავშირის ქვეყნებში ლეგიონერებად ბრექსიტის შემდეგ ითვლებიან.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჯუდი მადრიდში დორტმუნდის "ბორუსიიდან" 103 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.
ტეგები:
Facebook კომენტარები