• 14-05-2022
    რატომ არ უშვებს "იუვე" ალეგრის-საინტერესო მიზეზები
    რატომ არ უშვებს "იუვე" ალეგრის-საინტერესო მიზეზები

    მიმდინარე სეზონი ტურინის "იუვენტუსისთვის" წარუმატებელი გამოდგა. დიდი ხნის შემდეგ "ბიანკონერი" ტიტულის გარეშე ასრულებს წელს. მიუხედავად იმისა, რომ  "ბებერი ქალბატონი" იმედგაცრუებულია, მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლების საკითხი განხილვაში არ ყოფილა.


    იტალიის თასის ფინალში, "ინტერთან" მარცხის შემდეგ პაველ ნედვედი აღშფოთებული იყო და იტალიელ მწვრთნელთან სერიოზული საუბარი ჰქონდა. "იუვეს" დირექტორი ზემოთხსენებულ მატჩში უკმაყოფილო გახლდათ მედ მაქსის განხორციელებული ცვლილებებით. ზოგადად რომ ვთქვათ, ჩეხი სეზონის მიმდინარეობითაც შეშფოთებულია, რადგან თამაშის ხარისხში პროგრესი ვერ შეინიშნებოდა.


    მიუხედავად ნედვედის დამოკიდებულებისა, რომელსაც გულშემატკივართა დიდი ნაწილი იზიარებს, ანდრეა ანიელის ალეგრის გაშვების განზრახვა არცკი აქვს. ეს კი შესაძლოა განპირობებული იყოს რამდენიმე მიზეზით:


    1. ანიელი იტალიელ სპეციალისტს ენდობა და სწამს, რომ მაქსი სიტუაციას შეცვლის.


    2. ალეგრის ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს, წლიურად კი 7 მილიონ ევროს იღებს. თუკი "ბიანკონერი" ამჟამინდელ დამრიგებელს დროზე ადრე გაუშვებს, აღნიშნული დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული.


    3. გუნდს მთელი წლის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა. ფაქტობრივად, შემადგენლობა სრულად ვერ შეიკრა. წამყვანი ფეხბურთელები ხშირად ტრავმიანობდნენ.


    მიმდინარე სეზონში ტურინელები "ინტერმა" ორჯერ, იანვარში ჯერ იტალიის სუპერთასის მატჩში, რამდენიმე დღის წინ კი იტალიის თასის ფინალში დაამარცხა. "ბებერი ქალბატონი" სერია ას სავარაუდოდ მეოთხე ადგილზე დაასრულებს.

    Facebook კომენტარები