• 29-07-2023
    "მესი "ბარსას" უნდა დაემშვიდობოს" - "ინტერ მაიამის" პრეზიდენტმა პირობა დადო
    "მესი "ბარსას" უნდა დაემშვიდობოს" - "ინტერ მაიამის" პრეზიდენტმა პირობა დადო
    Author of the article
    Aa

    "ინტერ მაიამის" პრეზიდენტმა, ხორხე მასმა მედიას განუცხადა, რომ ლიონელ მესის "კამპ ნოუზე" ერთი მატჩით დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

    "ბარსელონა" ყოველწლიურად ატარებს გამპერის თასს. როცა განახლებული "კამპ ნოუ" გაიხსნება, ალბათ, რაიმე ღონისძიება გაიმართება, რათა მესის "ბარსელონასთან" ჯეროვნად დამშვიდობების საშუალება მიეცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლეო "ბარსასთვის" ითამაშებს.

    მე ამ მატჩის ჩასანიშნად მაქსიმალურად დავიხარჯები," - უთქვამს მასს.

    ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელისთვის სპეციალური მატჩის ჩატარებაზე ჟოან ლაპორტასაც აქვს ნალაპარაკები. ადრე გამოქვეყნებულ ინტერვიუში "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა შეხვედრის გამართვის სავარაუდო თარიღად 2024 წლის ნოემბერი, "ბარსას" 125-ე იუბილე დაასახელა. იმ დროისთვის "ბარსას" ახალი სტადიონი შეზღუდული ტევადობით იქნება გახსნილი.

    ასეა თუ ისე, ლეოს "კამპ ნოუზე" 2024 ან 2025 წელს უნდა ველოდოთ. ამ შეხვედრის ორგანიზებაში "ლა პულგას" მამა, ხორხე მესიც იქნება ჩართული.

    Facebook კომენტარები