• 15-05-2022
    პოგბას აგენტი "იუვეს" ხვალ შეხვდება
    პოგბას აგენტი "იუვეს" ხვალ შეხვდება

    "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, პოლ პოგბას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება. როგორც ჩანს, ფრანგს "წითელ ეშმაკებთან" შეთანხმეების გახანგრძლივება აღარ სურს.


    პოგბას მსურველი მისი ყოფილი გუნდი, ტურინის "იუვენტუსია." ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "ბიანკონერის" ხელმძღვანელობა ფრანგის აგენტს ხვალ შეხვდება. მინო რაიოლას გარდაცვალების შემდეგ "იუნაიტედის" მეექვსე ნომრის საქმეს რაფაელა პიმენტა მიხედავს.


    "იუვე" პოლს ხელფასის სახით წლიურ 7-8 მილიონ ევროს სთავაზობს. აღნიშნული ანაზღაურება "რეალისა" და "პსჟს" მიერ შეთავაზებულ თანხაზე მცირეა. მიუხედავად ამისა, ტურინელები  იმედოვნებენ, რომ ფრანგი იმ კლუბს დაუბრუნდება, სადაც 2012-დან 2016 წლამდე ასპარეზობდა.

    Facebook კომენტარები