• 30-07-2023
    ვინ არის "იუნაიტედის" სამიზნე რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერის საბოლოოდ დახურვის შემდეგ
    ვინ არის "იუნაიტედის" სამიზნე რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერის საბოლოოდ დახურვის შემდეგ
    Author of the article
    Aa

    წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ატალანტა" რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

    "იუნაიტედი" იტალიურ კლუბს გარანტირებულ 75 მილიონ ევროს გადაუხდის, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსებზეა გათვლილი.

    ჰოილუნდი კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, "მანჩესტერს" 1 წლით გახანგრძლივების ოფციაც ექნება.

    "წითელი ეშმაკებისთვის" ჰოილუნდი ზაფხულის რიგით მესამე ტრანსფერია, მეისონ მაუნტისა და ანდრე ონანას შემდეგ.

    ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ახლა "მანჩესტერი" სოფიან ამრაბატის ტრანსფერის დახურვას შეეცდება.

    კლუბს "ფიორენტინას" ნახევარმცველთან კონტრაქტი შეთანხმებული აქვს, მალე კი პირველ ოფიციალურ შეთავაზებასაც გააკეთებს.

    Facebook კომენტარები