• 09-06-2023
    მამარდა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ - ვინ აკვირდება ქართველს
    მამარდა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ - ვინ აკვირდება ქართველს

    ესპანურმა გამოცემა "Diaro de Sevilla"-მ "ვალენსიას" მთავარი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, "სევილია" ქართველი კარის დარაჯის დამატებით დაინტერესდა.

    როგორც გამოცემა წერს, იმის შანსი, რომ იასინე ბონომ მიმდინარე ზაფხულში სევილიური კლუბის რიგები დატოვოს, საკმაოდ მაღალია. ანდალუსიელები კი 22 წლის მეკარეს სწორედ მაროკოელის შემცვლელად განიხილავენ.

    ასე რომ, სულაც არაა გამორიცხული, რომ გიორგი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ.

    რაც შეეხება მის ხელშეკრულებას, მამარდას "ღამურებთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები