• 15-05-2022
    დიბალას გამოსამშვიდობებელი წერილი "იუვეს"
    დიბალას გამოსამშვიდობებელი წერილი "იუვეს"

    როგორც უკვე ცნობილია, პაულო დიბალა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ ტურინის "იუვენტუსს" დაემშვიდობება. არგენტინელი "ალიანს სტადიუმზე" "ბებერი ქალბატონის" გულშემატკივრების წინაშე ბოლო მატჩს გამართავს. თამაშამდე ერთი დღით ადრე "ლა ხოიამ" ინსტაგრამზე გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა: "დასამშვიდობებლად სწორი სიტყვების მოძიება რთულია. აქ უამრავი ემოციით სავსე წელი იყო. მეგონა, რომ  ერთად უფრო დიდხანს ვიქნებოდით, მაგრამ ბედმა ჩვენი გზები გაყო."


    "არასდროს  დამავიწყდება ის ყველაფერი, რაც ერთად გავიარეთ, ყველა თამაში, ყველა გოლი. თქვენთან ერთად ვცხოვრობდი, გავიზარდე, ვისწავლე, ვოცნებობდი. ეს 7 წელი საოცრება იყო. 12 ტიტულსა და 115 გოლს ჩვენგან ვერავინ წაიღებს, ვერასდროს. მადლობას გიხდით, რომ რთულ დროს გვერდში მედექით. მადლობა მათ, ვინც ამ დროის მანძილზე ჩემთან იყო, პირველიდან უკანასკნელამდე, გულშემატკივრებიდან იმ ადამიანებამდე, ვინც ერთად ვმუშაობდით, მწვრთნელები და თანაგუნდელები, მფლობელები და მენეჯერები."


    "ამ მაისურის ტარება კაპიტნის სამკლაურთან ერთად ჩემთვის სიამაყე იყო, რომელსაც ერთ დღეს ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს გავუზიარებ. ხვალ ჩემი უკანასკნელი მატჩი იქნება ამ მაისურით. ძალიან რთულია ამის წარმოდგენა, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მოედანზე ღიმილით გამოვალ და თავს მაღლა ავწევ, რადგან მეცოდინება, რომ ყველაფერი მოგეცით."


    პაულო დიბალა "იუვეს" 2015 წელს შეუერთდა. დღემდე მან 291 მატჩი ჩაატარა და 115 გოლი გაიტანა. 

    Facebook კომენტარები