• 17-05-2022
    უახლესი ცნობები დელიხტის კონტრაქტზე
    უახლესი ცნობები დელიხტის კონტრაქტზე

    ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მატაის დელიხტი და ტურინის "იუვენტუსი" უმოკლეს დროში შეთანხმებას გაახანგრძლივებენ. აქ საუბარია გაუმჯობესულ კონტრაქტზე, რომლის დეტალები ცნობილი არ არის, გარდა იმისა, რომ ნიდერლანდელისა და "ბიანკონერის" ახალი შეთანხმება მცველის ტურინში 2026 წლამდე დარჩენას მოიაზრებს. მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.


    შეგახსენებთ, რომ დელიხტი "ბებერ ქალბატონს" 2019/20 წლების სეზონში ამსტერდამის "აიაქსიდან" 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

    Facebook კომენტარები