• 17-05-2022
    დი მარია ახალ კლუბს უახლოვდება
    დი მარია ახალ კლუბს უახლოვდება

    Football Italia-ს ცნობით, ანხელ დი მარია ტურინის "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოსაა. არგენტინელს მიმდინარე სეზონის ბოლოს "პსჟს-თან" კონტრაქტი ეწურება. "ბიანკონერი" კი მას ერთწლიან შეთანხმებასა და 7 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით.


    34 წლის დი მარია ფრანგულ კლუბს 2015 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა. ამ 7 წლის განმავლობაში მან 5 საკლუბო ტიტული მოიპოვა.

    არგენტინელის ტურინში გადასვლა პაულო დიბალას წასვლის შემდეგ უფრო რეალურია.

    Facebook კომენტარები