31-07-2023
"არსენალი" კვარას გადაბირებას ეცდება - შეთანხმება რთული იქნება მაგრამ არა შეუძლებელი
Author of the article
მედიაში ვრცელდება ახალო ცნობები, რომლის მიხედვითაც ლონდონის "არსენალს" "ნაპოლის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას სურს.
ცნობილია, რომ "მეთოფეები" ამ ტრანსფერზე მუშაობენ, თუმცა შეთანხმება ძალინ რთული იქნება, რადგან კვარა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა.
როგორც იწერება, ლონდონელებს შესაძლოა ორი რამის იმედი ჰქონდეთ. ერთი ის არის, რომ კლუბებს შორის მშვენიერი ურთიერთობაა, ხოლო მეორე ის, რომ დიდი ალბათობით ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლში დარჩება და სარფიანი წინადადების შემთხვევაში შესაძლოა ხვიჩა გაიყიდოს.
ასევე არსებობს ცნობები, რომლის მიხედვითაც, "არსენალი" დეკლან რაისის ტრანსფერის შემდეგ კიდევ ერთი რეკორდის დამყარებას აპირებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები