• 31-07-2023
    მაგარი ამბავი! - ნოდარ ლომინაძის შეძენა ბუნდესლიგის გუნდს სურს
    მაგარი ამბავი! - ნოდარ ლომინაძის შეძენა ბუნდესლიგის გუნდს სურს

    როგორც მოგეხსენებათ, წყალტუბოს “სამგურალის” უნიჭიერესმა ფეხბურთელმა, ნოდარ ლომინაძემ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა.

    Crystalsport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოდარის შეძენით ევროპული გუნდები ინტერესდებიან.

    ლომინაძის შეძენა გერმანულ “ვერდერს” სურს, რომელიც ბუნდესლიგის წევრი გახლავთ.

    ახალგაზრდა მოთამაშის შეძენით ასევე ბელგიური და შვეიცარიული გუნდებიც ინტერესდებიან.

    “დიახ, რუსეთიდან ინტერესს გიდასტურებთ. თავად ნოდარს რუსეთი არ სურს, ლომინაძეს რუსეთში თამაში არც ჩემს ინტერესდებშია. ჩვენი მიზანი ევროპაში კარიერის გაგრძელებაა”. - განუცხადა ლომინაძის აგენტმა Crystalsport-ს.

    ცნობისთვის, ნოდარმა მიმდინარე სეზონში “სამგურალის” მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები