• 01-08-2023
    "ბარსელონა" როკეს აგვისტოში დამატებაზე ფიქრობს
    "ბარსელონა" როკეს აგვისტოში დამატებაზე ფიქრობს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" ვიტორ როკეს აგვისტოში დამატებაზე ფიქრობს, - იუწყება ჟურნალისტი ხავი მიგელი.

    როგორც მოგეხსენებათ, "ატლეტიკო პარანაენსედან" ნაყიდი ბრაზილიელი კლუბს 2024 წელს უნდა შეერთებოდა, რადგან კატალონიურ გრანდს მისი ახლა დარეგისტრირების საშუალება არ ჰქონდა.

    უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" წასვლა ამ მოცემულობას ცვლის.

    ფრანგი გარემარბის აბარგება სახელფასო განაკვეთში დიდ ადგილს ათავისუფლებს, რამაც შეიძლება როკეს ახლა დამატება შესაძლებელი გახადოს.

    ცხადია, "ბლაუგრანამ" ეს "ატლეტიკო პარანაენსესაც" უნდა შეუთანხმოს, რადგა პირველადი მოლაპარაკების მიხედვით, როკეს თავისი გუნდი კოპა ლიბერტადორესის დასრულების შემდეგ უნდა დაეტოვებინა.

    კლუბთან მორიგება გაცილებით გამარტივდება, თუ "ატლეტიკო პარანაენსეს" ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდანვე გამოეთიშება.

    Facebook კომენტარები