• 01-08-2023
    ოცნება მაინც ახდება? - "ბარსელონა" ფელიქსს უბრუნდება
    ოცნება მაინც ახდება? - "ბარსელონა" ფელიქსს უბრუნდება

    უსმან დემბელეს წასვლის შემთხვევაში, "ბარსელონა" ჟოაუ ფელიქსის ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს, - იუწყება Sport.

    ესპანური გამოცემის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდასხმელი "ბლაუგრანას" შეიძლება იჯარის წესით შეუერთდეს და კატალონიელებმა მისი გამოსყიდვის უფლებაც მიიღონ.

    23 წლის პორტუგალიელი "ბარსას" პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას დიდი ოცნებაა.

    "როხიბლანკო" "ბლაუგრანას" იჯარის თანხის გადახდასა და ჟოაუს ხელფასის სრულად დაფარვას მოსთხოვს. გასარკვევია ისიც, თუ რამდენად მისაღებია "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ეს პირობები.

    უსმან დემბელეს შემცვლელად რომ "ბარსას" ხელმძღვანელობას სწორედ ფელიქსი ესახება, ამაზე წერს ჟურნალისტი ადრიან სანჩესი.

    როგორც ჩანს, ჟოაუს "ბარსელონაში" თამაშის ოცნება შეიძლება მაინც აუხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კლუბის თავდაპირველ გეგმებში არ შედიოდა. ამ ყველაფრის მთავარი განმაპირობებელი კი უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგება იქნება.

    Facebook კომენტარები