• 02-08-2023
    ლუკა გაგნიძე: “ჯერ ადრეა ტოპ ლიგაში გადასვალზე ფიქრი”
    ლუკა გაგნიძე: “ჯერ ადრეა ტოპ ლიგაში გადასვალზე ფიქრი”

    საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” ნახევარმცველმა, ლუკა გაგნიძემ თავის ოცნების ჩემპიონატზე ისაუბრა:

    “ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ერთ დღეს პრემიერ ლიგაში მოხვედრაზე. არც მე ვარ გამონაკლისი. თუმცა ჩემი სტილი უფრო იტალიას და ესპანეთს ერგება. ამიტომ, ალბათ, ჯერ იქ მინდა თამაში. თუმცა ევროპის ტოპ 5 ლიგაზე ფიქრი ჯერ ადრეა. ჩემი შესაძლებლობები ჯერ აქ უნდა დავამტკიცო.

    ვნახოთ რა იქნება მომავალში. მგონია, რომ მომავალში შევძლებ ევროპაში გადასვლას. თუმცა ეს მაშინ მოხდება, როდესაც 100% მზად ვიქნები”. - განაცხადა გაგნიძემ.

    ცნობისთვის, ლუკას გავლენიანი გამოცემა Transfermarkt 2 მილიონ ევროდ აფასებს.

    Facebook კომენტარები