• 02-08-2023
    დაიჩი კამადა "ლაციოს" შეუთანხმდა
    დაიჩი კამადა "ლაციოს" შეუთანხმდა
    Author of the article
    Aa

    ერთდროულად რამდენიმე გამოცემა იუწყება იმის თაობაზე, რომ რომის "ლაციომ" იაპონელ შემტევთან, დაიჩი კამადასთან ორწლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

    Sky Sport Italia, SportItalia da Calciomercato დაიჩის "არწივებში" გადაბარგებას გადაწყვეტილად მიიჩნევენ. "სტადიო ოლიმპიკოზე" კამადა სეზონში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამას დაემატება 5 მილიონი ევროს ღირებულების ხელმოწერის ბონუსიც.

    შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელს ფრანკფურტის "აინტრახტთან" კონტრაქტი პირველ ივლისს ამოეწურა. თავისუფალ აგენტად ქცეული იაპონელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა ახალ კლუბს.

    ერთი ხანობა კამადას "მილანში" ტრანსფერი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ "როსონერიდან" პაოლო მალდინისა და რიკი მასარას გაშვებამ გარიგება ჩაშალა. შემტევი ნახევარმცველი ახლოს იყო "რომასთანაც".

    სხვათა შორის, "ლაციოს" დაიჩის ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება სპონსორ "მიზუნასთან" შეთანხმებამ მისცა.

    "ლაციალეს" შემადგენლობაში არაევროკავშირელთა ადგილი შეზღუდული აქვს, ამიტომ საინტერესო იქნება, როგორ მოაგვარებენ რომაელები ამ პრობლემას.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები