• 02-08-2023
    ზორან მარუშიჩი: “საკუთარ თავში დარმწუნებულები ვართ”
    ზორან მარუშიჩი: “საკუთარ თავში დარმწუნებულები ვართ”

    თბილისის “დინამოს” ფეხბურთელმა, ზორან მარუშიჩმა “ჰამრუნთან” მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “გუნდში კარგი განწყობაა, თასის თამაშმა ჩვენზე დადებითად იმოქმედა, მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ხვალ იმაზე უკეთ თამაშს ვგეგმავთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. ვიცით, რა შეგვიძლია და რას წარმოვადგენთ. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. მოტივაციის ნაკლებობა არ გვაქვს, მთელი გუნდი ვემზადებით, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ”. - განაცხადა მარუშიჩმა.

    ცნობისთვის, “დინამოსა” და “ჰამრუნის” დაპირისპირება 3 აგვისტოს თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები