• 03-08-2023
    იფიციალურად - გურამ გიორბელიძე კარიერას "ვოივოდინაში" გააგრძელებს
    იფიციალურად - გურამ გიორბელიძე კარიერას "ვოივოდინაში" გააგრძელებს

    "GeoTeam"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურამ გიორბელიძე კარიერას "ვოივოდინაში" გააგრძელებს.

    როგორც ირკვევა, ქართველმა ფეხბურთელმა სერბულ კლუბთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.

    წყაროს ცნობით, გურამი სერბეთში 4 აგვისტოს გაფრინდება, სადაც ახალ კლუბთან კონტრაქტზე ხელს მოაწერს.

    ცნობისთვის, გიორბელიძე გასულ სეზონში ბათუმის "დინამოს" რიგებში თამაშობდა, სადაც მონაწილეობა 15 მატჩში მიიღო.

    Facebook კომენტარები